თეგი: ქერჩის ხიდი

ვოლოდიმირ ზელენსკი ქერჩის ხიდის აფეთქებაზე: სამწუხაროდ, დღეს ყირიმში მოღრუბლული იყო, თუმცა იქაც თბილოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარ აფეთქების ფაქტს, საღამოს მიმართვაში გამოეხმაურა. „დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თბილი მზიანი დღე იყო. უმეტეს რაიონებში +20 გრადუსამდე. სამწუხაროდ, ყირიმში მოღრუბლული იყო, თუმცა იქაც თბილოდა, მაგრამ რაც არ უნდა ღრუბლები იყოს - უკრაინელებმა იციან რაც უნდა ქნან და მათ იციან, რომ ჩვენი მომავალი მზიანია. ეს არის მომავალი დამპყრობლების გარეშე მთელ ჩვენს ტერიტორიაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ. ამასთან ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყველა რუს ჯარისკაცს, რომელიც ნებაყოფლობით დაყრის იარაღს და ჩაბარდება ტყვედ, სიცოცხლე შეუნარჩუნდება. „უკრაინა ყოველთვის იცავს ყველა საერთაშორისო სტანდარტს და კონვენციას. ისევ და ისევ მადლობას ვუხდი ყველა უკრაინელს, ვინც იბრძვის და მუშაობს მშვიდობისათვის უკრაინისთვის - მთელი ჩვენი მიწის გათავისუფლებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს როგორც ცნობილია, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე დაფიქსირდა აფეთქება და ხანძარი. ხიდის სარკინიგზო ნაწილზე სატვირთო მატარებელი დაიწვა, საავტომობილო ნაწილზე კი გზის ნაწილი ჩამოინგრა. მოგვიანებით ხიდის გადარჩენილი ზოლის გასწვრივ ავტომანქანების მოძრაობა აღდგა.   

ქერჩის ხიდზე ოკუპანტების 5 საბრძოლო მანქანა დაიმტვრა - უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ძალების 34-ე მოტომსროლელი ბრიგადის ჯავშანტექნიკის კოლონა ოკუპირებული ყირიმისკენ მიემართებოდა, როდესაც ქერჩის ხიდზე სიჩქარის გადაჭარბების გამო 5 საბრძოლო მანქანა დაიმტვრა. ინფორმაცია საერთაშორისო წყაროებში ვრცელდება უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით, შედეგად, ხუთიდან ოთხი მანქანა სერიოზულ შეკეთებას მოითხოვს. თავდაცვის დაზვერვა იუწყება, რომ ოკუპანტები ხერსონის ოლქში მიემგზავრებოდნენ.